მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს

ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს

ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარე იარივ ლევინი არჩილ თალაკვაძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს და მჭიდრო თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

„მოხარული ვარ, მოგილოცოთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ ხელახლა არჩევა. გისურვებთ წარმატებებს საქართველოს პარლამენტის და ქართველი ხალხის სასიკეთოდ.

უკანასკნელ წლებში ჩვენ ერებს შორის კავშირები იზრდება სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის, უფრო მტკიცე ხდება პარლამენტებს შორის თანამშრომლობა.

იმედია, უახლოეს პერიოდში გვექნება პირადად შეხვედრის, არსებული კავშირების გაღრმავების და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ახალი პარტნიორობების განვითარების შესაძლებლობა“, - აღნიშნავს ქნესეთის თავმჯდომარე.