მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჯანსაღი ოპოზიციური პარტიები გააცნობიერებენ, რომ დემოკრატიის ბოიკოტირება, შეცდომაა“ - თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე, 2020

„ვფიქრობ, მწიფდება ის მომენტი, როდესაც ჯანსაღი ოპოზიციური პარტიები გააცნობიერებენ ბოლომდე, რომ დემოკრატიისა და პარლამენტის ბოიკოტირება შეცდომაა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, სტატუს-კვო მალე შეიცვლება.

ამასთან, თალაკვაძის თქმით, „აღმოჩნდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები ემთხვევა არჩევნების შედეგებს“.

„ვფიქრობთ, რომ სტატუს-კვო მალე შეიცვლება. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის არგუმენტები და სიმართლე რაც ჩვენ გვაქვს.

ოპოზიცია ამბობდა, რომ არჩევნები გაყალბდა, შეხედეთ პარალელური დათვლის შედეგებს და გაირკვა სიმართლე. აღმოჩნდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები ემთხვევა არჩევნების შედეგებს.

ახლა ოპოზიცია ამბობს, რომ „ავრევთ ქვეყანას თუ არ ჩატარდება ახალი არჩევნები, ან დარჩებით მარტო პარლამენტში“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე განცხადებით, ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს დანარჩენი პარტიები რეალურად შეჰყავს პოლიტიკურ ჩიხში.

„გარწმუნებთ, რომ ესეც მალე გაირკვევა, რომ ოპოზიციის ამ რადიკალურ ნაწილს დანარჩენი პარტიები რეალურად შეჰყავს პოლიტიკურ ჩიხში.

ვფიქრობ, მწიფდება ის მომენტი როდესაც ჯანსაღი ოპოზიციური პარტიები გააცნობიერებენ ბოლომდე, რომ ეს სცენარი, უარის თქმა მონაწილეობაზე, დემოკრატიისა და პარლამენტის ბოიკოტირება, არის შეცდომა. ჩვენ მიგვაჩნია, იმ მნიშვნელოვან სამომავლო გეგმასთან ერთად, რომელიც ჩვენ დავდეთ მოლაპარაკების მაგიდაზე და რაზეც ოპოზიციამ თავისი წვლილი შეიტანა ამ პროექტში, შეთანხმება თითქმის მიღწეულია.

საარჩევნო რეფორმა არის ის მაკონსოლიდირებელი საკითხი, რომელიც ტესტი იქნება ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის. არის თუ არა პოლიტიკური პარტია მომავალზე ორიენტირებული და აქვს თუ არა მას დემოკრატიული პრინციპები. ეს არის რეალურად ტესტი, შევძლებთ თუ არა ჩვენ არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმებას.

ალეკო ელისაშვილი გახლავთ ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი თუ რა პროცესები მიდის ოპოზიციის შიგნით და რამდენად არადემოკრატიულია ეს ე.წ. გაერთიანება“, - დასძინა თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

8 დეკემბერს მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მე-4 რაუნდი გაიმართა. ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ გარკვეულ საკითხებზე პოზიციების დაახლოება მოხდა, ხოლო რიგ საკითხებზე პოზიციები ფუნდამენტურად განსხვავებულია და აქ შეთანხმების რესურსი არ არის. რაც შეეხება მმართველ გუნდს, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ განმეორებით არჩევნებს ან მასთან მიახლოვებულ რაიმე ვერსიას არ განიხილავს.

👉 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. 21 ნოემბერს კი, 17 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდა. მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე გაიმართა.

👉 პარლამენტში შესასვლელად 1%-იანი ბარიერი 8 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, თუმცა არცერთი მათგანი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ისინი საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

✔️ რამაზ საყვარელიძე: პატარა პარტიებისთვის პარლამენტის გარეთ დარჩენა დამღუპველი იქნება

✔️ თალაკვაძე: ჩვენი მხრიდან განმეორებითი არჩევნები ან მასთან მიახლოვებული რაიმე ვერსია არ განიხილება