მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯაფარიძე: მომავალი წელიც კატასტროფა იქნება

პარტია გირჩის ლიდერი

„თუ ვინმეს შინაარსი ესმის და ბიუჯეტის წაკითხვა შეუძლია, ყველა დამეთანხმება, რომ მომავალი წელიც იქნება კატასტროფა“,- ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლება“-ს დამფუძნებელმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ქვეყანაში რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება პოლიტიკური კრიზისი, ეკონომიკური კრიზისი უფრო გამწვავდება. გამოსავალი კი, ვადამდელი არჩევნებია და ხელისუფლების შეცვლა.

„რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება პოლიტიკური კრიზისი, მით უფრო ღრმად წავალთ ეკონომიკურ კრიზისში. ეკონომიკური კრიზისი - მარტო ამ წლის რიცხვები რომ ნახოთ, ჩვეულებრივი კატასტროფაა. ისეთი კატასტროფაა, რომ 8 მილიარდი ლარი აიღეს ვალი, რომელიც ჩვენი შვილების გადასახდელია და მომავალ წელს კიდევ 5 მილიარდის დამატებას უპირებენ. 2021 წელი მძიმე იქნება, რა ოპტიმიზმიც არ უნდა ასხივოს „ქართულმა ოცნებამ“, - აღნიშნა ზურა ჯაფარიძემ „ფორმულას“ ეთერში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

💢გაბუნია: 2021 წელიც რეგულაციების დაცვით იქნება დატვირთული

💢ნათია თურნავა: ეკონომიკის აღდგენა უკვე 2021 წლიდან დაიწყება

💢ნათია თურნავა: 2021 წელი ტურიზმისთვის ისევ დაძაბული იქნება