მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კალაძე: საქართველოს მეგობრების, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობით დასრულდა პოლიტიკური კრიზისის ეტაპი

კახა კალაძე

„ამ ხელმოწერით პროცესი დაიძრა და იმედს ვიტოვებ, რომ თითოეული პოლიტიკოსი, ამჯერად მაინც, სწორად დაალაგებს თავის პრიორიტეტებს ქვეყნის, ხალხის ინტერესების გათვალისწინებით“ - წერს თბილისის მერი კახი კალაძე სოციალურ ქსელში.

„საქართველოს მეგობრების, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობით დასრულდა პოლიტიკური კრიზისის ეტაპი. ამ ხელმოწერით პროცესი დაიძრა და იმედს ვიტოვებ, რომ თითოეული პოლიტიკოსი, ამჯერად მაინც, სწორად დაალაგებს თავის პრიორიტეტებს ქვეყნის, ხალხის ინტერესების გათვალისწინებით.

ჩვენ დაგვეხმარნენ, რომ ჰაერში გამოკიდებული პოლიტიკური ცხოვრება სწორ კალაპოტში მოქცეულიყო. ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების სწორად წარმართვა ახლა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრების წინაშე.

ვისურვებდი, დღევანდელი დღე მართლაც იქცეს „საქართველოს წინსვლის გზად“ და ამისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის მეგობრებს - ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, მის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს, ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს, ყველას, ვინც ჩართული იყო მოლაპარაკებების პროცესში“- წერს კახა კალაძე.

ინფორმაციისთვის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია 19 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

შეთანხმებას ხელს აწერენ: „გირჩი“, ზურაბ ჯაფარიძე, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, დავით ბაქრაძე, „რესპუბლიკური პარტია“, სალომე სამადაშვილი, „ქართული ოცნება“, „მოქალაქეები“

იხილეთ აგრეთვე:

✔️„ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს

✔️ირაკლი ღარიბაშვილი: დემოკრატიის გაძლიერებისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგით, ეს საქართველოს გამარჯვებაა

✔️„ხელი მოწერილია, საქართველოს ამომრჩევლების ნება დაცულია, საქართველომ გაიმარჯვა!“ - გიორგი ამილახვარი