მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კალაძე: თუკი იქნება რაიმე გადაცდომა და ქვეყანაში არეულობის შემოტანის სურვილი, ამას კანონის ფარგლებში მოჰყვება რეაგირება

ზონალური პარკირება

„31 ოქტომბერს, არჩევნების დღეს ნაციონალური მოძრაობა აპირებს გამართოს აქცია. ყველა მოქალაქეს, ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც აქვს განსხვავებული მოსაზრება, რა თქმა უნდა, აქვს იმის შესაძლებლობაც, რომ სხვადასხვა ფორმით გამოხატოს თავისი შეხედულება, მათ შორის, მოაწყოს მიტინგები, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს კანონის ფარგლებში“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კანონის დარღვევას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„თუკი იქნება რაიმე გადაცდომა, თუკი იქნება ქვეყანაში არეულობის შემოტანის სურვილი, რა თქმა უნდა, სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენი მხრიდან ამას კანონის ფარგლებში მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.