პოლიტიკა

კახაბერ კუჭავამ ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა

კახაბერ კუჭავა
19:31 16.09
დაკოპირებულია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტთან, კატი პირისთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიშის თაობაზე, რომლის განხილვაც 14 სექტემბერს ევროპარლამენტში გაიმართა. ასევე, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, წინასაარჩევნოდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

„ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიშის განხილვისას, კატი პირი იყო საკითხზე მომხსენებელი. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო და სასიამოვნო საუბარი. რა თქმა უნდა, მადლობა გადავუხადე მას საქართველოს მხარდაჭერისთვის და იმ გვერდში დგომისთვის, რომელსაც ჩვენ ევროპარლამენტის მხრიდან ვგრძნობთ. ვისაუბრეთ წინასაარჩევნო გარემოზე და იმ ღონისძიებებზე, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ იმისათვის, რომ ყველა მოქალაქე არჩევნების დღეს დაცული იყოს კორონავირუსისგან“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, ევროპარლამენტარმა წარმატებულად შეაფასა კოვიდ-19-თან ბრძოლის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა და მიღწეული წარმატება, ასევე, საკონსტიტუციო რეფორმა და საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები.

„კატი პირიმ წარმატებები გვისურვა და გამოთქვა დიდი სურვილი, საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოში დამკვირვებლად ჩამოსვლის შესახებ, თუ COVID-19-ის გავრცელების გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ევროპარლამენტის მხრიდან შესაბამისი ნებართვა იქნება“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

ყოველდღიური ვალუტის კურსი, 10 ივლისი 2020 წელი

ლარი კიდევ 2.54 თეთრით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის ცნობით, 18 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3....
19 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე და მდინარე მტკვრის აუზში დროგამოშვები...
00:05
ესპანეთში კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნო...
23:50 18.09
თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლაშა ცუცქირიძეს ნიღბიანი პირები თავს...
23:19 18.09
ისანში დევნილებმა გზა გადაკეტეს. ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის მაცხოვრებლები საცხოვრებელი ფართების დაკან...
23:03 18.09
პოლიცია, შსს, ლენტი მკვლელობა ხაშურის მუნიციპალიტეტში
დღეს, 18 სექტემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. ინფორმაცია შსს-ს პრესსამსახურის წარმომა...
„მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მნიშვნ...
დღეს, 18 სექტემბერს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატ...
21:01 18.09
ბათუმში შსს-ს თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბათუმის სტრუქტურული ერთეულის...
შსს-მ თიანეთში თვითმკვლელობის ცდამდე მიყ...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თიანეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ თვითმკვლელობის ცდამ...