პოლიტიკა

კალაძე: ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით შევძელით მოძალადე რეჟიმი ხელისუფლებას ჩამოგვეშორებინა

კახა კალაძე კახეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების წარდგენაზე.
17:26 14.08
დაკოპირებულია

„ქართული ოცნება“ ადამიანზე, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე ორიენტირებული ძალაა, რომელმაც ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა მოიტანა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დედოფლისწყაროში დავით სონღულაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ეს არ არის მხოლოდ მმართველი პარტია.

„ქართული ოცნება“ ეს არ არის მხოლოდ მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ ხართ თქვენ, თითოეული თქვენგანი, რომელიც 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენი სამშობლოს ღირსებისა და თავისუფლების სადარაჯოზე დგას. ჩვენ, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ყველამ ერთად შევძელით, რომ ავტორიტარული, მოძალადე რეჟიმი ხელისუფლებას ჩამოგვეშორებინა. რეჟიმი, რომელიც ქუჩაში ხოცავდა ახალგაზრდებს, არეკეტებდა ბიზნესს, ახშობდა თავისუფალ სიტყვას, კარგავდა ტერიტორიებს, იპარავდა ხალხის კუთვნილ ბიუჯეტის ფულს და ა.შ. ეს ყველაფერი ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ, თუმცა მოძალადე და კრიმინალური ძალები ისევ ცდილობენ, არეულობის, დესტაბილიზაცის საშუალებით ხელისუფლებაში რევანშით დაბრუნდნენ. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ უარი ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ ძალებს და სათანადო ადგილი მივუჩინოთ მათ. დედოფლისწყაროში ბევრი გამოწვევაა, ბევრია შესაძლებლობაც და განვითარების პოტენციალი. ამ გამოწვევების დასაძლევად და განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად საჭიროა, რომ თქვენი მაჟორიტარობის კანდიდატი ღირსეული ადამიანი იყოს. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, ჩავატარეთ გამოკითხვები, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ეს ადამიანი, რომ თქვენთვის, ადგოლობრივი მოსახლეობისთვის მისაღები კანდიდატი ყოფილიყო. მით უმეტეს, იცით, რომ წლევანდელი არჩევნები ცოტა განსხვავებული სისტემით ჩატარდება. თუ წინა შემთხვევებში ყველა ქალაქს თავისი წარმომადგენელი ჰყავდა, წელს განსხვავებული რეალობაა, რადგან მხოლოდ 30 მაჟორიტარი კანდიდატი იქნება დასახელებული და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სწავლა და კორონა

პირველი ოქტომბრიდან სკოლებში სწავლა ნაწი...

პირველი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში პირველიდან მეექსვე...
საქართველოს აზერბაიჯანის ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი პირველი ოფიციალური...
19 წუთის წინ
თბილისში, იუსტიციის სახლთან კორონავირუსზე ტესტირება დღეს, 20:00 საათზე დასრულდება. ამის შესახებ დაავ...
26 წუთის წინ
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვაზიანის მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში იმყოფებოდა, სადაც სამხედრო...
30 წუთის წინ
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდ...
30 წუთის წინ
კონგრესმენი კენ ბაკი კონგრესმენი: საქართველოს მთავრობა ახალი ციფრუ...
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ვებგვერდზე გამოქვეყნდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, რესპუბლ...
32 წუთის წინ
აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრა...
აჭარაში ეპიდვითარებიდან გამომდინარე შეზღუდვები წესდება. ამის შესახებ მთავრობის ა...
დონალდ ტრამპი: საპრეზიდენტო არჩევნების ბ...
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ბედს უ...
შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულებმა შესაძ...
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდე...