მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კარგი იქნება გამოცდილებიდან გამომდინარე სწორად თუ განსჯის არსებულ რეალობას“ - გოჩა თევდორაძე ღარიბაშვილზე

პატრიოტთა ალიანსის აღმასრულებელი მდივანი

პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ აღმასრულებელი მდივანი გოჩა თევდორაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ მას წლების განმავლობაში გარკვეული გამოცდილება დაუგროვდა. 

„ვფიქრობ გარკვეული გამოცდილება დაუგროვდა, კარგი იქნება ამ გამოცდილებიდან გამომდინარე სწორად განსჯის არსებულ რეალობას და ქვეყანას გაუმჯობესებული საარჩევნო გარემოთი ვადამდელ არჩევნებამდე გაუმჯობესებული მიიყვანს“, - აცხადებს თევდორაძე.

ინფორმაციისთვის, დღეს, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავება დროებით გადაიდო. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კი პოლიტსაბჭომ ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

აგრეთვე იხილეთ:

✔️ „სტატუს ქვო უნდა შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნისთვის მძიმე შედეგები იქნება“ - იენ კელი

✔️ „ვიმედოვნებ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მომავალი მთავრობა შეძლებს ამ მძიმე პროცესების შეჩერებას“ - პრეზიდენტი

✔️ „ვერ იქნებოდა გახარია ამდენად კარგი, რომ არ ჰყოლოდა რესურსი, რასაც „ქართული ოცნების“ გუნდი წარმოადგენს“ - გიორგი ვოლსკი