მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართული ოცნება“ - 27.3 %, ენმ - 18.5 % - „ევროპული საქართველოს“ კვლევა

ოცნების შესახებ

„ევროპულმა საქართველომ“ 19-25 ოქტომბრის კვირაში ჩაატარა 2800 ადამიანის სოციოლოგიური კვლევა. კვლევა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ გამოკითხვის გზით.

პარტიაში აცხადებენ, რომ კვლევაში ცდომილება არის 3%.

ამ კვლევის მიხედვით ნედლი პარტიული რეიტინგები განაწილდა შემდეგნაირად:

  • „ქართული ოცნება“ - 27.3 %„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 18.5 %
  • „ევროპული საქართველო“ - 11.7 %
  • „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 5.3 %
  • „ლელო“ - 5.1 %
  • „ლეიბორისტული პარტია“ - 4.1 %
  • „გირჩი“ - 4.03 %
  • „ერთიანი საქართველო“ - 3.01 %
  • „გამარჯვებული საქართველო“ - 2.1 %
  • „მოქალაქეები“ - 1.9 %
  • „პატრიოტთა ალიანსი“ - 1.4
  • „სხვა პარტიები“ - 2.3 %
  • არ გადამიწყვეტია/უარი პასუხზე - 13.26 %

„ამ კვლევიდან ძალიან კარგად ჩანს ის მდგომარეობა, რომელიც დღეს რეალურად არის ქვეყანაში. მოსახლეობა გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინშია, ხოლო ქართულ ოცნებას ამ არჩევნების გამარჯვების შანსი არ აქვს“ - აცხადებს სერგი კაპანაძე.

კითხვაზე, რა მიმართულებით ვითარდება ქვეყანა? შედეგები ასე განაწილდა:

  • არასწორი მიმართულებით - 65.5%
  • სწორი მიმართულებით - 30.4 %
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 4.1%