მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

ქართული ოცნების ოფისი

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. 

აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტიის ყრილობის გამართვამდე ეს „ქართული ოცნების“ ბოლო სხდომაა.

„ისევე როგორც სხვა დღეებში, ნორმალური პროცესია, როდესაც პოლიტიკური გუნდი გარკვეულ საკითხებზე მსჯელობს იმ ეტაპზე, როდესაც იცით რომ პარტია ახალი გამოწვევის წინაშეა.

ვემზადებით ხვალ პარტიის თავმჯდომარის, განახლებული პოლიტიკური საბჭოს არჩევისთვის. იქნება პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა. შემადგენლობის ფარგლებში რაოდენობა იზრდება.

პარტიას კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობის პირები ეყოლება, მათ ექნება მიმართულებითი რგოლი და შესაბამისად და კომპეტენციის ფარგლებში წარმართავენ საქმიანობას“, - აცხადებს უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი.

ინფორმაციისთვის, 11 იანვარს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა თავის ვრცელ წერილში განაცხადა, რომ პარტიულ საქმიანობას წყვეტს და პოლიტიკური ასპარეზიდან მიდის.

მას შემდეგ რაც ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, მმართველ გუნდში მის ადგილმონაცვლედ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინეს.

„ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ რომ კობახიძე კარგი ლიდერია.

16 იანვარს მმართველი გუნდი ყრილობას გამართავს, სადაც კობახიძის კანდიდატურას დაამტკიცებენ. ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნების“ ყრილობას 400-მდე დელეგატი დაესწრება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „როგორ წარმოგიდგენიათ კალაძე დარჩება კობახიძის პარტიის გენერალურ მდივნად?“ - ბესელია