პოლიტიკა

ხარაგაულის მერმა თანამდებობა დატოვა

ხარაგაულის მერი
13:21 13.07
დაკოპირებულია

ხარაგაულის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ თანამდებობა დატოვა. გადადგომის შესახებ ინფორმაცია ნიკოლოზ თოფურიძემ სოციალური ქსელით გაავრცელა.

„ჩემო ძვირფასო ხარაგაულელებო, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო მერის თანამდებობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გტოვებთ თქვენ. მე ვრჩები „ქართული ოცნების" გუნდში, ვაგრძელებ მათთან ერთად მუშაობას და ყოველთვის ვეცდები თქვენთვის სასარგებლო საქმე ვაკეთო. აღნიშნული გადაწყვეტილება მე რამდენიმე თვით ადრე მქონდა მიღებული, მაგრამ გუბერნატორის და გუნდის თხოვნით ამ თანამდებობას ვინარჩუნებდი, რადგან ამას კორონავირუსის პანდემის გამო შექმნილი ვითარება ითხოვდა და საჭირო იყო ერთობლივი ძალისხმევა, რაც ვფიქრობ, გამოგვივიდა კოორდინირებული მუშაობით. დამეთანხმებით, საკრებულოსთან ნაყოფიერი მუშაობით შევძელით მუნიციპალიტეტისთვის საჭირო ბევრი საქმის გაკეთება, რაც ასევე გაგრძელდება და თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე კიდევ ბევრი პროექტი განხორციელდება. მე დღეს თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებით მივმართავ ხარაგაულის საკრებულოს, ჩემს მოვალეობას კი ჩემი მოადგილე თეიმურაზ ჩხეიძე შეასრულებს. მადლობას გიხდით ნდობისთვის და საერთო საქმისთვის საჭირო თანადგომისთვის, გჯეროდეთ, ხარაგაულზე და ხარაგაულელებზე ჩემი ფიქრი აქ და ამით არ მთავრდება“,- წერს თოფურიძე.

როგორც ნიკოლოზ თოფურიძე ამბობს, მან თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ვრცელდება გარკვეული ცრუ ინფორმაცია, თითქოს არ არის საწოლები...
5 წუთის წინ
„საბჭოს ფორმატი არ შეიცვლება და არ დაემატება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ოფის...
7 წუთის წინ
უკრაინელი ექსპერტის და ბლოგერის იური პოდოლიაკას აზრით, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები მალე დას...
11 წუთის წინ
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, "კოვიდ 19"-ის გავრცელები...
14 წუთის წინ
ზონალური პარკირება ვაკეში ზონალურ-საათობრივ პარკირებასთან დაკავშ...
ჭავჭავაძის გამზირზე, ფალიაშვილის, აბაშიძის და მათ გადამკვეთ ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების ამ...
18 წუთის წინ
35 წუთის წინ
369 ინფიცირებული, 7 გარდაცვლილი - ეპიდსი...
დღეს, 21 ოქტომბერს აჭარაში კოვიდინფიცირების 369 ახალი შემთხვევა დადასტურდა. „აჭ...
39 წუთის წინ
გურიის გუბერნატორს კორონავირუსი დაუდასტუ...
გურიის გუბერნატორს, ზურაბ ნასარაიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცის გურიის...
43 წუთის წინ
ნათია მეზვრიშვილი: ბინაზე და სასტუმროში...
ცალსახად გვინდა განვაცხადოთ, რომ როგორც ბინაზე, ისე კოვიდსასტუმროებში ინფიცირებუ...