მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხატია დეკანოიძე: პოზიციებს დაახლოება ვერ მოხერხდა პარტიასა და გრიგოლ ვაშაძეს შორის

ხატია დეკანოიძე და გრიგოლ ვაშაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე პარტიიდან გრიგოლ ვაშაძის წასვლას ეხმაურება.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა მოვუხადო გრიგოლ ვაშაძეს. ის ურთულეს წლებში შემოგვიერთდა და ჩვენთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე იბრძოდა.

ვწუხვარ, რომ ბოლომდე პოზიციებს დაახლოება ვერ მოხერხდა პარტიასა და თავმჯდომარეს შორის. თუმცა, ცვლილებები ხდება და ყველაფერს ადამიანურად, ცივილიზებულ ფარგლებში უნდა შევხედოთ - დაუღალავი, უკომპრომისო ბრძოლის და უკეთესი ცვლილებების ფონზე.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს მომავალი ზუსტად ასევე ესახება ბატონ გრიგოლს, სადაც არ უნდა იყოს მომავალში“, - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

როგორც მან აღნიშნა, სხვა დეტალებში ჩაღრმავებას არ აპირებს.

ცნობისთვის, დღეს, 15 დეკემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ის პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით საუბრობს.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიდის