მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხუნდაძე: პრემიერის დავალებით რეგიონებში ჰოსპიტალური სექტორის მონიტორინგი მიმდინარეობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ქართული ოცნების ოფისთან 2019

საპარლამენტო უმრვლესობის წარმომადგენლის დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, მე-5 დღეა პრემიერის დავალებით რეგიონებში ჰოსპიტალური სექტორის მონიტორინგი მიმდინარეობს.

ხუნდაძის თქმით, უკვე შემოწმდა ფოთი, ქუთაისი, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონები.

"მოწმდება ინფრასტრუქტურა, აღჭურვა,ხელოვნური სუნთქვის აპარატები,ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მარაგები, ფასდება მედპერსონალსათვის ჩატარებული ტრენინგების ხარისხი. კლინიკების უმრავლესობა მზადყოფნაშია. გაცემულია ადგილზე რეკომენდაციები, იდენტიფიც ირებულია ხარვეზები და მიცემულია დრო მის გამოსასწორებლად. ის კლინიკები, რომლებიც ვერ შეძლებენ სათანადო მომზადებას, გაეთიშებიან ამ პროცესში მონაწილეობას. რეგიონებში შემოწმება გაგრძელდება ბოლო კლინიკამდე. შესაბამისი დასკვნები კი წარედგინება საკოორდინაციო საბჭოს", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.