მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კობახიძე: მიუღებელია განცხადება, რომელიც მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას ეწინააღმდეგება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, 2020

„გულდაწყვეტით უნდა ვთქვათ, რომ აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის ნებისმიერი ისეთი განცხადება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება როგორც ხელისუფლების დანაწილებას, ასევე მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„შესაბამისად, მხოლოდ ასეთი კომენტარი შეგვიძლია გავაკეთოთ შესაბამის განცხადებებზე, რომელიც კეთდება კონკრეტული უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან რურუას საქმესთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და ამ პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდნენ, რა თქმა უნდა, ასევე, საქართველოს პარტნიორები.​

„მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილეს გიორგი რურუას 4 წლიანი პატიმრობა შეეფარდა.