მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კობახიძე: საგანგებო 1 თვითაც რომ გაგრძელდეს, არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდება

საპარლამენტო უმრავლესობის თითოეული წევრ მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ჩვენი ხელფასის 1/3-ს გადავრიცხავთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება ახალ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას ხელს არ შეუშლის.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ, საგანგებო მდგომარეობა 1 თვით გაგრძელდება, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ივლისის ბოლომდე მიიღებენ, თუ საგანგებოს გაგრძელების საჭიროება არ იქნება, პროექტის მიღება ივნისის ბოლოს დასრულდება.

"პირობითად ერთი თვითაც რომ გახდეს საჭირო საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება, ამ შემთხვევაშიც კი, ჩვენ გვაქვს სრული შესაძლებლობა, რომ სათანადო დროში დავასრულოთ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, შესაბამისად არანაირი საფრთხე არ შეექმნება ახალი სისტემით 31 ოქტომბრის არჩევნების ჩატარებას.

დრო ყველაფრისთვის საკმარისია. შესაბამისად, ჩვენ დაველოდებით მოვლენების განვითარებას, ვნახავთ, იქნება თუ არა საჭირო საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2"-თან.

ცნობისთვის, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით არის გამოცხადებული.

ინფორმაციისთვის, ახალ საარჩევნო მოდელზე ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა შეთანხმებას მიაღწია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 120/30-ზე მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი, 30 იქნება.