მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კობახიძე: საგანგებოს დასრულება, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის საშუალებას გვაძლევს

უმრავლესობის წევრი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმება იმ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტს ახალ საარჩევნო მოდელზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის განხილვის შესაძლებლობას აძლევს.

"როგორც პრემიერმა აღნიშნა ძალაში დარჩება მთელი რიგი შეზღუდვები და ამ შეზღუდვების ძალაში დატოვებას სჭირდება შესაბამისი საკანონმდებლო უზრუნველყოფა. საუბარია არსებითად საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე. შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებული და ინიცირებულია და მომდევნო კვირაში, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე ჩვენ მივიღებთ ამ კანონს", განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 120/30-ზე მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი, 30 იქნება.