მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კობახიძემ ოპოზიციას დებატებში მონაწილეობა შესთავაზა (ვიდეო)

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძიემ ოპოზიციას დებატებში მონაწილეობა შესთავაზა.

„ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სისტემური მანიპულაცია ამ საარჩევნო პროცესში არ მომხდარა, თუმცა ისინი გაურბიან ფაქტებს და მანიპულირებენ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ სატელევიზიო ეთერში ჟურნალისტებს ფორმატის შექმნა შესთავაზა, სადაც მმართველ პარტიას დაუპირისპირდებიან ოპოზიციის წარმომადგენლები.

„გთავაზობთ შევქმნათ ფორმატი, სადაც დაგვიპირისპირდებიან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და გარწმუნებთ, რომ ყველა მათი მანიპულაცია და სპეკულაცია იქნება ბლოკირებული.

მზად ვარ დებატების ფორმატში დავამტკიცო ყველაფერი, რასაც ისინი ამბობენ, გარდა ტექნიკური დეტალებისა, რომ არის სპეკულაცია და მანიპულაცია“, - დასძინა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მან აღნიშნა, მოლაპარაკების პროცესში მმართველმა გუნდმა ოპოზიციას 1500-მდე უბნის გადათვლა შესთავაზა, მაგრამ ამაზე კატეგორიული უარი მიიღეს.

📌 ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა. ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და გაყალბებაზე საუბრობენ.