მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კრისტიან დანიელსონი: ქართველი პოლიტიკოსებისგან თანამშრომლობას ველოდები

შარლ მიშელის წარმომადგენელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში დაბრუნების შემდეგ აცხადებს, რომ ქართველი პოლიტიკოსებისგან თანამშრომლობისა და გამოსავლის პოვნისთვის მზაობას ელოდება. 

მისი თქმით კომპრომისი არა სისუსტის, არამედ სიძლიერის ნიშანია და ეს ქართულ დემოკრატიას სჭირდება.

„მოხარული ვარ საქართველოში დაბრუნებით. ველოდები საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებთან თანამშრომლობას და მხარდაჭერას, რათა იპოვონ გამოსავალი, რომელიც საჭიროა ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად.

როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქეები ამ პროცესს ყურადღებით ადევნებენ თვალს. ახლა კომპრომისის დროა. კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი. ეს სიძლიერის ნიშანია. ეს აძლიერებს საქართველოს დემოკრატიას და ეს არის ევროპული გზა“, - აღნიშნა კრისტიან დანიელსონმა ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს ხვდება. დიპლომატები საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის გზებზე მსჯელობენ.