მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კრისტიან დანიელსონი: ჩვენს მიერ მომზადებული დოკუმენტი არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ მიიღო

შვედი დეპუტატი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელის კრისტიან დანიელსონის მედიაციით, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები დასრულდა.

კრისტიან დანიელსონის განცხადებით, მან დაასრულა მეორე მედიაცია საქართველოში.

„ჩვენს მიერ შეთავაზებული. კრიზისის გადაწყვეტის გეგმა არსებობდა ამ ეტაპზე. ეს გადაწყვეტილება მოიცავდა ძალაუფლების გადანაწილებას პარლამენტში. ეს გადაწყვეტილება დაასრულდება საკვანძო პოლიტიზირებულ სასამართლო საქმეებზე და ადრეულ არჩევნებზე საუბრებს. ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მოითხოვდა პოლიტიკურ გამბედაობას.

მე წარმოვადგინე გეგმა, რომელიც გავაცანი პოლიტიკურ პარტიებს და ეს გახდება საჯარო. სამწუხაროდ არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს გეგმა არ მიიღო. ჩვენ არ ვართ აქ იმისთვის, რომ პარტიებს გადაწყვეტილებები მოვახვიოთ.

ჩვენი მეთოდი არის მედიაცია და ქართველი ლიდერები უნდა წავიდნენ კომპრომისებზე. როგორც უკვე ვთქვი კომპრომისი არის სიძლიერე და არა სისუსტე. ევროპულ მისწრაფებებს სჭირდება კომპრომისები, განსაკუთრებით იმ პარტიისაგან რომელსაც სურს ქვეყანა გამოიყვანოს კრიზისიდან.

სამწუხაროდ მაგიდასთან არ ყოფილა ესეთი მზაობა, რომ მიღწეულიყო კომპრომისი. მე მოვახსენებ ბატონ მიშელს, თუ რა ხდებოდა მოლაპარაკებების მაგიდასთან. ის მიიღებს მომდევნო გადაწყვეტილებებს.“ - განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.