მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყველა აქებს „ქართულ ოცნებას“ დიალოგის წარმატებით დასრულების უზრუნველყოფისთვის - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი - კობახიძე ირაკლი

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ვიზიტი დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას კობახიძე თავის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ავრცელებს.

კობახიძე დეტალურად აღწერს, თუ ვისთან გამართა შეხვედრები ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში და აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მყარად უჭერს მხარს საქართველოს და მის ხელისუფლებას:

„დავასრულე მორიგი ვიზიტი ბრიუსელში. შევხვდი:

✅ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს

✅ ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის

✅ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, კლარა დობრევს

✅ ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორს

✅ ევროპარლამენტარ რიჩარდ ჩარნეცკის

✅ ევროპარლამენტარ მიხაელ გალერს

✅ ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს

✅ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს

✅ევროპარლამენტარ სვენ მიქსერს

✅ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდს

✅ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩიუსს

✅ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს

ევროკავშირი მყარად უჭერს მხარს საქართველოს და მის ხელისუფლებას. ყველა აქებს „ქართულ ოცნებას" დიალოგის წარმატებით დასრულების უზრუნველყოფისთვის. „ქართული ოცნება“ შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში განაცხადი 2024“, - წერს ირაკლი კობახიძე.