მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლავროვი: საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი განცხადება აგრესიულია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

"საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი განცხადება აგრესიულია, ეს არ უწყობს ხელს საზოგადოებაში სწორი განწყობის ჩამოყალიბებას", - აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა ვიდეოჩართვისას განაცხადა.

როგორც ლავროვმა აღნიშნა, რუსეთის ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში რუსოფობიური კამპანია არ იყოს.

"რუსეთი საქართველოსთვის სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორია. საქართველო იღებს გაზპრომისგან გაზს, ცნობილი ფაქტია. სამწუხაროდ, ჯერ არ არის ავიამიმოსვლა. იმედი მაქვს, რომ უახლოეს ხანში ეს პრობლემა მოგვარდება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში რუსოფობური კამპანია არ იყოს", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.