მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან იოსელიანი: ვფიქრობ, რომ დანიელსონის დოკუმენტი ფეხზე მყარად დგას

„მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი

პარტია „მოქალაქეების“ წევრის ლევან იოსელიანის განცხადებით, ევროპული საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მიერ შედგენილ დოკუმენტში მნიშვნელოვანი საკითხებია შეტანილი.

მისი თქმით, დოკუმენტში ქვეყნისთვის სასარგებლო რეფორმების შესახებ არის საუბარი.

„ვფიქრობ, რომ ფეხზე ძალიან მყარად მდგომი და გამართული დოკუმენტია, რომელშიც საუბარია ქვეყნის ინსტიტუციურ რეფორმებზე, ასევე სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმებზე, პარლამენტში ოპოზიციის გაძლიერებასა და მეტ ჩართულობაზე, ეს ყველაფერი ჩემთვის არა კოჭლობის, არამედ სიმყარის მაჩვენებელია“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკურ პარტიებს შეთანხმებისთვის პასუხისმგებლობა არ აღმოაჩნდათ.

„გულდასაწყვეტია, რომ პოლიტიკურ პარტიებს არ აღმოაჩნდათ პასუხისმგებლობა, რომ თავიანთ ინტერესზე წინ, ქვეყნის ინტერესი დაეყენებინათ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ევროპული საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიატორობით მიმდინარე მოლაპარაკება შეთანხმების გარეშე დასრულდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„შეთანხმება რამდენიმე პარტიის ულტიმატუმის გამო ვერ შედგა“ - შალვა პაპუაშვილი

ირაკლი კობახიძემ კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკების დეტალები გაამხილა

თუ მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი შედგა, რამდენიმე შენიშვნის გათვალისწინებით, „ქართული ოცნება“ მზადაა ამ დოკუმენტს ხელი მოაწეროს - მამუკა მდინარაძე