მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან იზორია ნორბერტ როტგენს შეხვდა

ლევან იზორია ნორბერტ როტგენს შეხვდა

მიმდინარე წლის 22 აპრილს საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან ნორბერტ როტგენთან. შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ევროკავშირის მედიაციით პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ელჩმა მიაწოდა კომიტეტის თავმჯდომარეს ინფორმაცია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე არსებული წინსვლისა და სამომავლო მიზნების შესახებ.

პრესსამსახურის ცნობით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთის მხრიდან საქართველოს რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები.

მხარეებმა ისაუბრეს ასევე რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ახალ საფრთხეებსა და გამოწვევებზე და გერმანიისა და საერთაშორისო თანამეგობრობის შემდგომი მტკიცე მხარდაჭერისა აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე.