მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან კობერიძე „ლელოს“ შეუერთდა

ლევან კობერიძე ლელოს შეუერთდა

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე „ლელოს“ შეუერთდა. ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ლელოს“ რიგები ძალიან სერიოზულად იზრდება. ყველაზე საამაყოა ის, რომ გვიერთდებიან გამორჩეული ლიდერები, ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში, თავისი ცხოვრების წესით ამტკიცებდნენ, რომ არიან უკომპრომისოები და სიმართლისთვის მებრძოლი ადამიანები. სწორედ ასეთი ადამიანია ლევან კობერიძე, რომელიც დღეს „ლელოს“ შეუერთდა. ლევან კობერიძე იქნება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი“,- აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.