მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მამუკა ხაზარაძე ნიკა მელიას ხვდება

პარტია ლელოს ერთ-ერთი ლიდერი

პარტია ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხვდება.

ხაზარაძე მელიასთან პოლიტიკურ კონსულტაციებს გამართავს.

საუბრის მთავარი თემა ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის მექანიზმები, 20 ივნისის საგამოძიებო კომისიის შექმნა და ევროკავშირის მიერ შეთავაზებული გირაო იქნება.

ცნობისთვის, ნიკა მელიამ აზრი შეიცვალა და განაცხადა, რომ ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.