მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მამუკა მდინარაძე: გუნდის პოზიციაა, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება უნდა შეუწყდეთ

მამუკა მდინარაძე - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.

„გვაქვს ხოლმე განხილვები ამასთან დაკავშირებით და არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები. მათ შორის მეც, მაქვს ჩემი აზრი, თუმცა გუნდის პოზიციაა, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება უნდა შეუწყდეთ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. 

მისი თქმით ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატების გაუქმებაზე პარლამენტის შესაძლო თანხმობის საკითხი აღელვებთ.

„ისინი ძალიან ბევრს ნერვიულობენ იმაზე, შეუწყდებათ თუ არა უფლებამოსილება და თუ უნდათ, საკანონმდებლო საქმიანობაში მონაწილეობა მიიღონ, თუ არა და ვაჭრობასა და ბავშვურ თამაშებს თავი დაანებონ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წევრები დღეს ორი კონკრეტული დეპუტატის ლევან ხაბეიშვილისა და შალვა ნათელაშვილის განცხადებებს განიხილავენ.

ხვალ კი უმრავლესობის წევრები უკვე დანარჩენი 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე იმსჯელებენ.

👉 ინფორმაციისთვის, პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა იწყება.

👉 საკითხს საკანონმდებლო ორგანოში 2 თებერვალს უყრიან კენჭს.