მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მამუკა მდინარაძე: მარტო საქართველოში აძლევენ თავს უფლებას ეგრედწოდებული პოლიტიკოსები, გმირობად გააფორმონ ის, რაც აშშ-ში იწოდება შიდა ტერორიზმად

მამუკა მდინარაძე

„მარტო საქართველოში აძლევენ თავს უფლებას ადამიანები, ეგრედწოდებული პოლიტიკოსები, გმირობად გააფორმონ ის, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში, მთავარ მეგობარ ქვეყანაში იწოდება შიდა ტერორიზმად - კაპიტოლიუმში შეჭრა“,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მარტო საქართველოში აძლევენ თავს უფლებას, რომ ნაგვის თავზე ჩამომხობა განსხვავებული ქმედების და აზრის გამო, მისაღები, საგმირო საქციელია.

„ამის შემდეგ, ელემენტარული კრიტიკა არის თავდასხმა, ისევე როგორც, როგორც კი ჟურნალისტს ეტყვი რომ შენ ხარ მატყუარა, ქვეყანა ინგრევა - იმან უნდა მოატყუოს საზოგადოება, მაგრამ შენ არ უნდა უწოდო მას მატყუარა იმიტომ, რომ ეს არის თავდასხმა თავისუფალ მედიაზე. ერთ-ერთი ერთ-ერთი მედიის ხელმძღვანელი გუშინ თუ გუშინწინ გამოდიოდა და კასრების, მათი სიმბოლოს, კასრების ფონზე კვამლის და ცეცხლის ფონზე - შავ სივრცეში სპეციალურად დადგმული რაღაცა სცენარი, „ალამუთის“ ციხეს ადარებდა, ეს არისო ალამუთის ციხეო. ასასინები იყვნენ იმ „ალამუთის“ ციხეში ხო ყველამ ვიცით ეს. ასასინები, რომლიდანაც ნაწარმოებია მკვლელობის ერთ-ერთი ინტერპრეტაცია ინგლისურ ენაში, მკვლელობაზეა საუბარი, შეკვეთით მკვლელობაზე და დაარქვა თავის თანაპარტიელებს ასასინები, ალბათ ქვეცნობიერმა უკარნახა, თვითონ გააკეთა, „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიის ხელმძღვანელმა და მათმა იდეოლოგიურმა ლიდერმა და მეორე ადამიანმა თავისი გავლენით „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილის შემდეგ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.