მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მამუკა მდინარაძე: მაჟორიტარები არჩევნების პრინციპით 120/30-ზე ჩატარებას მხარს დაუჭერენ

უმრავლესობის ლიდერი ქართული ოცნების ოფისში 2019

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემის პრინციპს-  120/30-ზე, მაჟორიტარი დეპუტატების მხარს დაუჭერენ.

"რისკი, რომ 48%-იანი მხარდაჭერის შემთხვევაშიც კი გამარჯვებული მთავრობას ვერ დააკომპლექტებდა, ახლა გამორიცხულია, ამიტომ მაჟორიტარები ამ ცვლილებას მხარს დაუჭერენ. მათი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ შერეული სისტემა შენარჩუნებულიყო, მართალია ნაკლები მაჟორიტარებით, მაგრამ ის შენარჩუნებულია. ოპოზიცია დაგვთანხმდა, რომ არჩევნები ჩატარდეს შერეული პრნციპით, ამიტომ სამივე არგუმენტი, რასაც მაჟორიტარები ასახელებდნენ, აღარ არის",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდა. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება.