მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მათიკაშვილი: „ქართული ოცნება“ ხვალ 8 მარტის შეთანხმებას ზედმიწევნით შეასრულებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოპონენტებს პასუხობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის თქმით, ხვალ „ქართული ოცნება“ 8 მარტს ოპოზიციასთან მიღწეულ შეთანხმებას ზედმიწევნით შეასრულებს.

დეპუტატის თქმით, მმართველი გუნდი დამოუკიდებელი დეპუტატების მხარდაჭერით საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს.

„ხვალ „ქართული ოცნება“ მულტიფრაქციულად, დამოუკიდებელი დეპუტატების მხარდაჭერით ზედმიწევნით შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებას და მესამე მოსმენით მიიღებს უმნიშვნელოვანეს საკონსტიტუციო კანონპროექტს. სწორედ ამ დროს ნათელაშვილის ფანჩატურში შეკრებილი .ე.წ სამეგობრო-საახლობლო გადაიქცა და ჩამოყალიბდა კრიმინალურ ერთობად. პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს. აცხადებენ, რომ ისინი ფინანსდებიან მმართველი ძალის მიერ, რაც შეურაცხყოფაა არამხოლოდ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, არამედ ჩვენი საზოგადოებისა და სახელმწიფოსი“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ცნობისთვის, პარლამენტმა ახალ საარჩევნო მოდელზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. მესამე მოსმენა ორშაბათს, 29 ივნისს არის დაგეგმილი. ცვლილებების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 120/30-ზე მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი 30 იქნება.