მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მდინარაძე: 9 აპრილი ყოველთვის ასოცირდება გმირობასთან, თავგანწირვასთან და თავისუფლებასთან

უმრავლესობის ლიდერი ქართული ოცნების ოფისში 2019

"9 აპრილი საქართველოში ყოველთვის ასოცირდება გმირობასთან, თავგანწირვასთან და თავისუფლებასთან", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ის მაგალითი, რომელზედაც უნდა აღიზარდოს მომავალი თაობა.

"თარიღი 9 აპრილი საქართველოში ასოცირდებოდა 1989 წლიდან, დღეს ასოცირდება და ყოველთვის ასე იქნება - გმირობასთან, თავგანწირვასთან და თავისუფლებასთან, მაგალითთან, რომელზედაც უნდა აღიზარდონ ჩვენი შვილები. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ დიდი პატივით გავიხსენებ გარდაცვლილი ადამიანების სახელებსა და გვარებს. ისინი დიდი პატივით შეგვიძლია ყოველთვის გავიხსენოთ ასევე როგორც მაგალითები ჩვენი შვილებისთვის, როგორ უნდა იბრძოლონ თავისუფლებისთვის", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.