მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მდინარაძე: პოლიტიკური მასკარადია, როდესაც პარლამენტარი ხელისუფლების დანაწილების პრინციპში ვერ ერკვევა

უმრავლესობის ლიდერი ჟურნალისტებთან 2019

„პოლიტიკურ მასკარადზე საუბრობდნენ და შევეცდები, მოკლედ ავხსნა: პოლიტიკური მასკარადი შეიძლება იყოს, როდესაც პარლამენტარი ვერ ერკვევა ხელისუფლების დანაწილების პრინციპში და შეიძლება, თავისუფლად ისაუბროს, რომ მთავრობის დადგენილებები უნდა ამტკიცოს პარლამენტმა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითიც ოპონენტებს გამოეხმაურა.

პლენარულ სხდომაზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობენ.

„ბატონო რომან, თქვენს ნათქვამს რაც შეეხება - დროებითობა ისედაც იყო უზრუნველყოფილი, იმიტომ, რომ პანდემია-ეპიდემიასთან ბმის გარეშე ამის წარმოდგენა არავის არ უფიქრია. კახა კუჭავა და ირაკლი კობახიძე თუ ამბობენ, რომ სპეკულაციების გამორიცხვა რომ მოვახდინოთ ბოლომდე, ჩავწეროთ, ეს არ არის თქვენი ინიციატივა. მთელი დღე ლაპარაკობდით პრობლემებზე და არ მოგიფიქრებიათ, რომ რაღაც კონკრეტული შემოგეთავაზებინათ“,- მიმართა მამუკა მდინარაძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს.​