მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მდინარაძე: უალტერნატივოა მოსაზრება, რომ კანონის უზენაესობა არის უპირატესი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე - Pia.ge

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ კანონის უზენაესობა და მხარეებს შორის მოლაპარაკება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის უალტერნატივო მოსაზრებაა.

„უალტერნატივოა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ დიალოგი უნდა შედგეს და მოლაპარაკება არის გზა, რომელიც არ შეაფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ და სტაბილურ განვითარებას, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით დღევანდელ პარტიის შეკრებას თბილისის მერი კახა კალაძეც ესწრებოდა და მათ საერთო პოზიცია აქვთ.

„კახა კალაძეც, მამუკა მდინარაძეც და სხვა ადამიანებიც ყველანი უკლებლივ არიან ამ აზრზე. ასევე, უალტერნატივოა მოსაზრება, რომ კანონის უზენაესობა არის უპირატესი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ამას ჩვენი საერთაშორისო მეგობრებიც აღნიშნავენ და ეს აუცილებელი პირობაა. კახაც და ჩვენც ვდგავართ ამ საერთო პოზიციაზე და ინტერპრეტაციების საშუალება ამ განცხადებებში არ არის. დღეს კალაძე, რა თქმა უნდა, ესწრებოდა შეხვედრას და ვისაუბრეთ“, – განაცხადა მდინარაძემ.