მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე პეტრე: არჩევნებში ეკლესიას დიდი როლი აქვს

მამა პეტრე ეზოში

დღეს, 28 ოქტომბერს ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ მოახლოებულ არჩევნებსა და ამ პროცესში არსებულ ეკლესიის როლზე ისაუბრა.

მისი თქმით, ეკლესიას არჩევნებში გადამწყვეტი და უმნიშველოვანესი როლი აქვს.

„ამ და სხვა არჩევნებში ეკლესიას დიდი როლი აქვს, ვინაიდან პირველი საუკუნიდან მოციქულებმა არჩვით აირჩიეს მე-12 მოციქული, სულიერ წინამძღვრებს ირჩევდნენ და ა.შ. ეს დემოკრატიული პრინციპი აბსოლუტურად ქრისტიანული ღირებულებებია“, - აღნიშნა მამა პეტრემ.

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის თქმით, ადამიანი საკუთარ არჩევანში თავისუფალი უნდა იყოს.

„ნებისმიერი ზეწოლა, ძალადობა, ძალმომრეობა უნდა უარყოს ქართველმა ადამიანმა და საქართველოს ამომრჩეველმა, უნდა ამაღლდეს მაღალი ღირებულებით და გააკეთოს არჩევანი სინდისის ხმით.

საზოგადოებამ წერტილი უნდა დაუსვავს რეგრესს საქართველოში“, - დასძინა მეუფე პეტრემ სატელევიზიო ეთერში საუბრისას.

🔊 ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.