მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ სარჯველაძე: შშმ პირთა უფლებების დაცვის ხარისხი გახლავთ ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლითაც იზომება ნებისმიერი სახელმწიფოს, ნებისმიერი საზოგადოების ცივილიზებულობის ხარისხი

„ქართული ოცნების“ სიის წევრი მიხეილ სარჯველაძე - Pia.ge

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა  რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმი  განიხილეს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება გაამახვილა დოკუმენტის მნიშვნელობაზე, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული გადაწყვეტილებაა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი დოკუმენტის რატიფიცირებას. ეს იქნება მართლაც საეტაპო მნიშვნელობის გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის მხრიდან.

ფაკულტატური ოქმის რატიფიკაცია იქნება ეტაპი, როდესაც პრაქტიკულად შესაძლებელი გახდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონი, რომელიც მიღებული იქნა შარშან პარლამენტის მიერ, აჩენს რეალურ შესაძლებლობას იმისთვის, რომ რატიფიკაცია ეფექტიანად განხორციელდეს და დაინერგოს ქვეყანაში ინსტრუმენტი, რასაც ითვალისწინებს ეს სარატიფიკაციო დოკუმენტი.

ასევე მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სწორედ იმ კანონით გათვალისწინებული დებულებების, რომელიც საკმაოდ მაღალ სტანდარტს აწესებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, მისი აღსრულების მექანიზმების გამდიდრების თვალსაზრისით, არის წინგადადგმული ნაბიჯი, ვინაიდან ქმნის აბსოლუტური აღსრულების სრულყოფილ მექანიზმს, რაც არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელი.

მადლობას ვუხდი მთავრობას ამ დოკუმენტის სარატიფიკაციოდ წარმოდგენისთვის, სწორედ იმ პირობების დაცვით, რაც აღნიშნა ბატონმა რატი იონათამიშვილმა. ყველას მოვუწოდებ, შევუერთდეთ ამ გადაწყვეტილებას. ნამდვილად უნდა მივულოცოთ ეს საქართველოს.

საზოგადოდ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა და ხარისხი გახლავთ ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლითაც იზომება ნებისმიერი სახელმწიფოს , ნებისმიერი საზოგადოების ცივილიზებულობის ხარისხი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.