მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მიწისძვრის დროსაც კი დამბის გარღვევა გამორიცხულია“ - ლევან დავითაშვილი „ნამახვანჰესზე“

ლევან დავითაშვილი: „ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით და პასუხისმგებლიანი ადამიანებით”

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, „ნამახვანჰესის“ საკითხზე ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია უნდა გაიზარდოს.

„სამწუხაროდ, ალბათ მოსახლეობასთან ის კომუნიკაცია, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში გარემოსდაცვითი შეფასებისას არის გათვალისწინებული, არ არის საკმარისი და მეტია გასაკეთებელი კომუნიკაციის კუთხით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით ჰესის მშენებლობის პროექტირებისას გარემოზე ზემოქმედების კვლევა მაღალკვალიფიციური ექსპერტების მიერ ჩატარდა და ძლიერი მიწისძვრის შემთხვევაშიც კი დამბის დაშლის საკითხი გამოირიცხა.

„პროცესში საერთაშორისო, ამ კონკრეტულ სფეროში ყველაზე გამოცდილი საექსპერტო კომპანიები იყო ჩართული, როგორიც არის იტალიური და შვეიცარიული.

დაშვებული და შესწავლილია, რომ ფაქტობრივად არ არსებობს შანსი, რომ მოხდეს იგივე მიწისძვრის შედეგად ასეთი დამბის გარღვევა, ასეთი კონსტრუქციის ნაგებობასთან მიმართებაში.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტროს ოპონენტი ექსპერტები ადგილობრივი მოსახლეობის განწყობებზე ზემოქმედებენ და ამას იყენებენ.

„გულისტკივილით მინდა ვთქვა, რომ როცა იყო საუბარი გარემოზე ზემოქმედებაზე, გეოლოგიური საფრთხეები, როგორია ქანები, ერთი მხრივ ამბობდნენ, რომ ინფორმაცია არ იყო გამჭვირვალე. თქვენ იცით, რომ ყველა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ქვეყნდება ვებგვერდზე, სხვანაირი პროცესი უბრალოდ არ იმართება.

ეს ყველაზე კარგად იციან ექსპერტებმა, შესაძლოა არ იცოდეს რიგითმა მოქალაქემ, მაგრამ იციან მათ, ვინც ჩვენ გვიჩივიან ად ჩვენთან რაიმე დავაში არიან. ისინი სამწუხაროდ, ადგილობრივი მოსახლეობის გრძნობებზე თამაშობენ და ამას იყენებენ“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, საჭიროა მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია მედიის მეშვეობით, რათა მათ სრული და ზუსტი ინფორმაცია მიიღონ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მოსახლეობის განწყობის შესწავლა და უახლოეს დღეებში რიონის ხეობაში ჩასვლა დაავალა.

რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა რამდენიმე თვეა აქტიურად აპროტესტებს.

მშენებლობის შეჩერებისა და ინვესტორ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების გასაჯაროების მოთხოვნით ქუთაისის ცენტრში საპროტესტო ანქცია 28 თებერვალს გაიმართა.