მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მივესალმებით ურთიერთობის განახლებას, როგორც ნიშანს მზადყოფნისა, შეთანხმების მისაღწევად“- აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა

აშშ და ევროკავშირი

საქართველოში აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ყველა მხარეს შორის კომპრომისის აუცილებლობაზე საუბრობენ.

„მივესალმებით ურთიერთობის განახლებას, როგორც ნიშანს მზადყოფნისა, გაგრძელდეს კონსულტაციები ფართო შეთანხმების მისაღწევად. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ყველა მხარეს შორის კომპრომისის აუცილებლობას“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის „ქართულმა ოცნებამ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა, ხელი მოაწერა. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დოკუმენტის ხელმოწერას არ აპირებენ.

იხილეთ აგრეთვე:

✔️ირაკლი კობახიძე: საქართველოს და მის ხელისუფლებას აქვთ ძალიან მყარი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან

✔️„ქართული ოცნება“ შარლ მიშელის ეგიდით ხელმოწერილ დოკუმენტს აქვეყნებს