მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მმართველი გუნდის წარმომადგენლები ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს შეხვდნენ

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Pia.ge

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ევროპარლამენტარ, ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრაზე კრისტიან დანიელსონის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებული დოკუმენტი განიხილეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ უმრავლესობაში განაცხადეს, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და იმსჯელეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტთან დაკავშირებით.

არსებული ინფორმაციით, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მან შეხვედრა უკვე გამართა ოპოზიციური პარტიების რამდენიმე წარმომადგენელთან.

აგრეთვე იხილეთ:

📌„კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ პოლიტიკური პარტიები არ უნდა ელოდონ, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობა ძველებურად გაგრძელდება“ - ევროპარლამენტარების განცხადება