მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოკლე ხანში შეგყრით ყველას ციხეში“ - შალვა ნათელაშვილი პარლამენტის დეპუტატებს

ნათელაშვილი შალვა

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს სოციალური ქსელით ეხმაურება. 

იგი დეპუტატებს, რომლებიც საკითხს მხარს დაუჭერენ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ემუქრება.

„მივმართავ პარლამენტში მილიონების საშოვნად დასკუპებულ მილიონერებს - ოდიშარიადან დაწყებული ხახუბიათი დაგვირგვინებული - როგორც კი ხელი გაგექცევათ ნიკა მელიას დასაჭერად პულტის დაწკაპუნებაზე, მოკლე ხანში ჩემი ხელით შეგყრით ყველას ციხეში და ეს გაფრთხილება კარგად გაიაზრეთ“, - წერს შალვა ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას დაკისრებული გირაოს თანხის, 70 000 ლარის, გადაუხდელობის გამო პატიმრობა ემუქრება.

გენერალურმა პროკურატურამ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, პარლამენტს მიმართა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხს კენჭს უახლოეს საათებში უყრიან.