მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოლაპარაკებას აზრი ექნება მაშინ, თუ ქვეყანაში არსებულ კრიზისს „ქართული ოცნება“ სერიოზულად შეხედავს“ - ჯაფარიძე

პარტია გირჩის ლიდერი 2020

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში აქვს მოლაპარაკებას აზრი, თუ მმართველი გუნდი თამაშის რეჟიმიდან გამოვა და არსებულ კრიზისს სერიოზულად შეხედავს.

ჯაფარიძე ამბობს, რომ სხვა შემთხვევაში მოლაპარაკებები აზრს მოკლებულია.

„მოლაპარაკებას შინაარსი მაშინ აქვს, თუ „ქართული ოცნება“ სერიოზულად შეხედავს ქვეყანაში არსებულ კრიზისს, არ ითამაშებს, რომ არაფერი არ ხდება.

ამ წუთში არიან თამაშის რეჟიმში, რომ ვითომ არაფერი არ ხდება და აგრძელებენ მართვას. ამ შემთხვევაში აქვს მოლაპარაკებებს აზრი, სხვა შემთხვევაში აზრი არ აქვს“, - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა ჯიმ რიშმა და სენატორ ჯინ შაჰინმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ღრმად არიან შეშფოთებული საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო.

„ქართველი ხალხი იმსახურებს კანონის უზენაესობას, დემოკრატიასა და პატიოსან, დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას“, - ნათქვამია განცხადებაში.