მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოლაპარაკების პროცესი არცერთ მომენტში არც კი მისულა ახლოს ოპოზიციის ხედვებთან“- ზურაბ ჯაფარიძე

პარტია გირჩის ლიდერი

„ამ ადამიანის აღელვება, წასვლა და ყველაფერი არის „ქართულ ოცნებაზე“ და მათ ქცევაზე“, - ამის შესახებ „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის ჩართულობით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიას განუცხადა. 

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მოლაპარაკების პროცესი არცერთ მომენტში არც კი მისულა ახლოს, რომ სერიოზულად განხილულიყო ოპოზიციის ხედვები და პოზიცია.

„მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩვენს მეგობარს ვინც ჩართული იყო მოლაპარაკების პროცესში. ამ ხალხმა დახარჯა უამრავი დრო და ენერგია, რომ რაიმე ტიპის შეთანხმებამდე მაინც მივსულიყავით.

ყველამ ვნახეთ რა მდგომარეობაში წავიდა ეს ადამიანი აქედან და არავინ მინდა იფიქროს, რომ რაიმე კავშირი აქვს ოპოზიციას რა მდგომარეობაში იყო ეს ადამიანი ჩავარდნილი. ამ ადამიანის აღელვება, წასვლა და ყველაფერი არის „ქართულ ოცნებაზე“ და მათ ქცევაზე.

მოლაპარაკების პროცესი არცერთ მომენტში არც კი მისულა ახლოს, რომ სერიოზულად განხილულიყო ოპოზიციის ხედვები და პოზიცია“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის 9 საათიანი შეხვედრა რამდენიმე საკითხზე შეთანხმების გარეშე დასრულდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„არცერთ მხარეს არ ადარდებს რა მოხდება, ურჩევნიათ ასე იჯანჯღაროს ამ ქვეყანამ“ - ელისაშვილი