მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მთავარია, ჩვენი დასავლელი პარტნიორები „ქართული ოცნების“ მიმართ მეტად მომთხოვნები გახდნენ“ - ზურაბ ჯაფარიძე

პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე - Pia.ge

პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო პარტნიორები „ქართული ოცნების“ მიმართ მეტად კრიტიკულები გახდნენ.

მისი თქმით, საჭიროა ხელისუფლებას პარტნიორებმა აუხსნან, რომ ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის საკითხი „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა.

„მთავარია ჩვენი დასავლელი პარტნიორები გახდნენ მეტად მომთხოვნები და კრიტიკულები „ქართული ოცნების“ მიმართ და აუხსნან, რომ ის, რომ სასამართლოს, საარჩევნო სისტემასა და ადმინისტრაციას ნდობა არ აქვს, და ზოგადად, არ დარჩა ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტი, რომელსაც რაღაც ნდობა გააჩნია, არის „ქართული ოცნების“ და კონკრეტულად ივანიშვილის დამსახურება“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, ანალიტიკოსმა დევიდ კრამერმა განაცხადა, რომ საქართველოში ხელისუფლება და ოპოზიცია უნდა შეთანხმდნენ, თუმცა, პირველ რიგში ქვეყანაში არ უნდა იყვნენ პოლიტპატიმრები.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „აქცენტირება უნდა მოხდეს ადამიანების საჭიროებებზე და არა პოლიტიკურ განსხვავებებზე“- დევიდ კრამერი საქართველოში პოლიტიკურ ვითარებაზე

👉 „ისე ვერ გამოვა, რომ ჩვენ დავბრუნდეთ და თქვენ შეთანხმებისთვის მზად არ იყოთ“- მიხაელ გალერი

👉 „ყველა პოლიტიკური პარტია უნდა შეთანხმდეს, თუმცა ყველას ყურადღება მიმართულია მმართველი პარტიისკენ, რომ მათ გადადგან პირველი ნაბიჯი“- მარინა კალიურანდი