მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთავრობა ონკოდაავადებულების მკურნალობას სრულად დააფინანსებს

გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში

„გადაწყვეტილება მივიღეთ, თითოეულმა მოქალაქემ, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, მკურნალობის სრული კურსი ჩაიტაროს, ყველანაირი პირადი გადასახადის გარეშე“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ რჩება პრობლემურ საკითხად. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს იქნება უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო მხარდაჭერა ადამიანებისთვის, რომლებიც მძიმე სენს ებრძვიან და რომლებიც შეძლებენ სრული მკურნალობა მიიღონ სახელმწიფოსგან.

„მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ, გახლავთ ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივა - ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდა. განსაკუთრებით გამოსაყოფი იყო ონკოდაავადებათა მკურნალობის თვალსაზრისით იმიტომ, რომ ჩნდება მეოთხე ეტაპის პრობლემა, როდესაც სიმსივნის გამოვლენის შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს ჯიბიდან უწევდათ თანხის გადახდა. დარწმუნებული ვარ, მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამ პროგრამას რვა ათასი ლარით გავზრდით და ფაქტობრივად, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელიც ებრძვის ამ მძიმე სენს, შესაძლებლობა ექნება მკურნალობის სრული კურსი ჩაიტაროს ყველანაირი ჯიბიდან გადასახადების გარეშე. სამწუხაროდ, ამ პროგრამით საქართველოს 1972 მოქალაქე სარგებლოს და ამ ადამიანებისთვის ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა გახარიამ.