მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთავრობამ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში წარადგინა

მთავრობის ადმინისტრაციაში

საქართველოს მთავრობამ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში წარადგინა, რომელიც საკმაოდ კომპლექსური დოკუმენტია და დეტალურად ასახავს მთავრობის მიერ განხორციელებულ აქტივობებს, ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა თემის კომენტირებისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ეს პრიორიტეტებია უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური განვითარება; განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება; სახელმწიფო მმართველობა.

„ბუნებრივია, პანდემიის პირობებში მთავრობის მიერ განხორციელებულმა აქტივობებმა გარკვეული სახეცვლილება განიცადა, თუმცა ყველა ძირითადი ნაბიჯის მთავარი ამოსავალი იყო სწორედ აღნიშნული პრიორიტეტები“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრი წერილობით წარდგენილ ანგარიშში ასახულ ნაბიჯებზე დეტალურად ისაუბრებს, საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის მეთაურის მისვლის თარიღი კი, რეგლამენტის შესაბამისად, კონსულტაციების შედეგად გადაწყდება.