მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათია თურნავა გორბის კვლევაზე: ეს არის ძალიან დიდი ნდობის გამოხატულება

ნათია თურნავა ბრიფინგზე 2020

“ეს არის ძალიან დიდი ნდობის გამოხატულება ჩვენი პოლიტიკური ძალის მიმართ, როდესაც 8 წლის ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ, მოსახლეობა ამ დონეზე გვენდობა, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რათა უფრო მეტად გავაძლიეროთ ეფექტური მუშაობა ისევ და ისევ ადამიანების, ჩვენი მოსახლეობის საკეთილდღეოდ,“ - ასე შეაფასა ეკონომიკი მინისტრმა ნათია თურნავამ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის „გორბის“ მიერ მომზადებული კვლევის შედეგები. 

კვლევის თანახმად, შეკითხვაზე - „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას?", გამოკითხულთა 55%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა. მეორე პოზიციაზე გასულ „ნაციონალურ მოძრაობას“ კი გამოკითხულთა 12%-მა დაუჭირა მხარი.