მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნიკა არის მხნედ, ჯანმრთელად, ბრძოლის სულისკვეთებით განმსჭვალული“- მამუკა ხაზარაძე

პარტია „ლელოს“ ლიდერი

„ნიკა არის მხნედ, ჯანმრთელად. ბრძოლის სულისკვეთებით განმსჭვალული“, - ამის შესახებ პარტია ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთან ნიკა მელიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მელიას ორ საკითხზე ესაუბრა, ეს იყო ევროკავშირის გირაო და საგამოძიებო კომისიის შექმნა.

„ნიკა არის მხნედ, ჯანმრთელად. ბრძოლის სულისკვეთებით განმსჭვალული, იგი პრინციპულად იზიარებს იმას, რომ ევროკავშირის გირაო არის მართლაც უპრეცედენტო რამ, რომელიც ადასტურებს, რომ ევროკავშირი დამნაშავეებისთვის გირაოს არ იხდის.

ალბათ, უახლოეს დღეებში თვითონ გააკეთებს განცხადებას საპარლამენტო კომისიასთან დაკავშირებით. ამ იდეას პრინციპულად ეთანხმება.

სამწუხაროდ, ისე აღიქმება, რომ ნიკა უნდა დაეთანხმოს გირაოს, რომ შემდეგ „ოცნებამ“ დაამადლოს, რომ დაეთანხმა გირაოს. ასე არ მოხდება.

ვფიქრობ, ევროკავშირი გადაწყვეტილებას მიიღებს ისე, რომ ეს არ შეეხოს ნიკას თავმოყვარეობას და იმ პრინციპს, რისთვისაც ის ამდენი ხანია ციხეშია“- განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, ნიკა მელიამ აზრი შეიცვალა და განაცხადა, რომ ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.