მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკა მელია: ერთი თმის ღერიც ვერ ჩამომივარდება თავიდან

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია

„ქართული ოცნება“ ვალდებული იყო მოსულიყო ჩემთან სახლში ახალი სამაჯურით და ეთქვა, რომ ის უნდა მეტარებინა. ამის მაგივრად მივიდნენ სასამართლოში და მოსამართლეს უთხრეს, რომ ის სამაჯური არ აღმოჩნდა ეფექტური შემაკავებელი ზომა მოითხოვეს გაუქმება. უბრალოდ, გირაო გამიზარდეს 40 000-დან 70 000-მდე. მას შემდეგ გავიდა 3 თვე და ეს საქმე ახლა გაახსენდათ“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას განაცხადა. 

მისი თქმით, უკანონო არაფერი ჩაუდენია, რის გამოც პროკურატურის გადაწყვეტილებებს არ ეთანხმება.

„მინდა ვუთხრა მათ, თუ რამის თავი გაქვთ, იმოქმედეთ. მაგრამ ვერ მოქმედებენ, რადგან ზუსტად იციან, რომ დამნაშავე არ ვარ. ერთი თმის ღერიც ვერ ჩამომივარდება თავიდან, ვერც პირდაპირი და ვერ გადატანითი მნიშვნელობით, რადგან მართალ ხალხს ხელისუფლება ვერასდროს დაამარცხებს“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციამ „ქართული ოცნება“ ჩიხში მოაქცია, რის გამოც ხელისუფლებამ ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ სამართლებრივი დევნა განაახლა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას განცხადებით, მისთვის დაკისრებული გირაოს გადახდას არ აპირებს.