მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკა მელია: გამოვალ გარეთ აუცილებლად და საპროტესტო აქციებშიც მივიღებ მონაწილეობას

ნიკა მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში გარეთ გავა და საპროტესტო აქციებშიც მიიღებს მონაწილეობას.

„გამოვალ გარეთ აუცილებლად და საპროტესტო აქციებშიც მივიღებ მონაწილეობას და ვფიქრობ, ამისგან ვერავინ ვერ შემაკავებს და ეს მოხდება უახლოეს დღეებში,“ - განაცხადა მან.

ნიკა მელიას თქმით, მას აქამდეც გაუთენებია ღამე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში.“

"ვმუშაობ, ვცხოვრობ, მანამდეც არაერთი ღამე გამითენებია ამ ოფისში, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ ნორმალურად იმუშაო,“ - აღნიშნა მან.

მელია კითხვას სვამს, თუ ვის ეგონა რომ მის ოფისში სპეც. დანიშნულების რაზმი შევიდოდა და ოპოზიცია დანებდებოდა.

„ახლა მთავარი არის არა ის, რომ რამდენად უნდა ვიფიქრო, შემოვა ღარიბაშვილის სპეც. დანიშნულების რაზმები თუ არა, არამედ, გავითვალისწინოთ ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს ელჩების პოზიცია და მოლაპარაკების მაგიდაზე დავსხდეთ, სადაც ერთ-ერთი ვიქნები მე,“ - აღნიშნავს მელია.

ინფორმაციისთვის, დღეს, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავება დროებით გადაიდო. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კი პოლიტსაბჭომ ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

აგრეთვე იხილეთ:

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პოლიტსაბჭომ ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა

კობახიძე: გახარიას პოზიცია ვერ დაემთხვა ჩვენი გუნდის პოზიციას

გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობიდან გადადგა