მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკა მელია გრიგოლ ვაშაძეზე: ადამიანურად დამწყვიტა გული

გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი

„როდესაც რაღაც განცხადება კეთდება, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ან უბრალოდ სხვადასხვანაირად კითხულობს მკითხველი, ეს უკვე არ არის საუკეთესო განცხადება“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ პარტიის თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძემ განცხადება „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებების აუცილებლობის შესახებ, პრესსამსახურისა და პარტიის წევრებთან შეთანხმების გარეშე გაავრცელა.

„არ მჩვევია ტყუილის თქმა. სამწუხაროა, რომ ამის შესახებ არავინ ვიცოდით. ამიტომ, ეს განცხადება გაუგებარია, მით უფრო, როცა არსებობს პარტიაში პრესსამსახური და მისი გვერდის ავლით ბატონ გრიგოლს არასდროს განცხადება არ გაუკეთებია.

ადამიანურად გული დამწყვიტა. ეტყობა ყველას ვერ გაუგია, რის წინაშე დგას ქვეყანა. დიალოგის წინააღმდეგი არავინაა, თუმცა დიალოგი მხოლოდ სამართლიანი არჩევნების მოსაპოვებლად შედგება“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

👉ინფორმაციისთვის, გრიგოლ ვაშაძემ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ აუცილებელია ხელისუფლება და ოპოზიცია, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.

👉მთელი ოპოზიციური სპექტრი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ ცნობს და აცხადებს, რომ ის გაყალბებულია.

👉ყველა პარტიამ, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉სააკაშვილი გრიგოლ ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა

👉ბადრი ჯაფარიძე გრიგოლ ვაშაძის განცხადების შეფასებისგან თავს იკავებს

👉4 ოპოზიციური პარტია განცხადებას ავრცელებს