მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნიკა მელია საკუთარ მისიას ოპოზიციის გაერთიანებაში ხედავს“ - თამარ კორძაია

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრი

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი საკუთარ მისიას ოპოზიციის გაერთიანებაში ხედავს“, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელია მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოსაგებად ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს.

„ოპოზიციურ პარტიებს შორის უნდა იყოს მჭიდრო თანამშრომლობა, რადგან ამის გარეშე შეუძლებელია, ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციამ 58% აიღოს.

ნიკა მზადაა, ყველასთან თანამშრომლობა გააგრძელოს, რათა ხელისუფლებამ დაანონსებული მხარდაჭერა ვერ მიიღოს“, - აღნიშნა თამარ კორძაიამ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში 23 თებერვალს დააკავეს.

მას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.