მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნიკა მელიას არ უნდა გირაოს გადახდა, ეს მისი დამოკიდებულებაა კანონის წინაშე“ - პროკურორი

ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორი

„ის, რომ ნიკა მელია არ აპირებს გირაოს გადახდას, მისი დამოკიდებულებაა კანონისა და სასამართლოს ვალდებულებების წინაშე“, - ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

პროკურორის თქმით, მელიას არ უნდა გირაოს გადახდა და არც სასამართლოში გამოცხადდება, რაც მისი მხრიდან დამოკიდებულებას გამოხატავს კანონისა და სასამართლოს წინაშე.

„გირაოს გამოყენების მიზანი ზოგადად არის, რომ უზრუნველყოფილი იქნას, მათ შორის ბრალდებულის გამოცხადება სასამართლოში. დღეს ნიკანორ მელიამ დემონსტრაციულად განაცხადა, რომ სასამართლოში არ გამოცხადდებოდა.

ეს, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ნიკა მელიას არ უნდა გირაოს გადახდა და არც სასამართლოში არ გამოცხადდება - ეს მისი დამოკიდებულებაა კანონისა და სასამართლოს ვალდებულებების წინაშე.

მიუხედავად ამისა, მანამ სანამ, სასამართლო არ შეცვლის მის მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას, ის ისევ რჩება გირაოს რეჟიმში. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, მისი სახელით, სხვა პირს შეუძლია შეიტანოს თანხა, აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის ანგარიშზე“, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას დაკისრებული გირაოს თანხის, 70 000 ლარის, გადაუხდელობის გამო პატიმრობა ემუქრება.

გენერალურმა პროკურატურამ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, პარლამენტს თანხმობისთვის უკვე მიმართა.

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი 16 თებერვალს იმსჯელებს.

იხილეთ აგრეთვე:

✔️ „ნიკა მელიას დაპატიმრების შემთხვევაში ვერცერთი ოპოზიციონერი პარლამენტში ვერ შევა“ - გია ხუხაშვილი

✔️ „რაც გინდათ ის ქენით, თავში ქვა გიხლიათ“- ნიკა მელია